loader

"არ აქვთ ადამიანებს უფლება მოვიდნენ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, მითუმეტეს, ტელეფონით გადაგიღონ - ვფიქრობ, ძალიან სწორადაც მოვიქეცი" - დავით კაჭარავა ჭოველიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"არ აქვთ ადამიანებს უფლება მოვიდნენ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, მითუმეტეს, ტელეფონით გადაგიღონ - ვფიქრობ, ძალიან სწორადაც მოვიქეცი" - დავით კაჭარავა ჭოველიძის ქუჩაზე მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით

ჭოველიძის ქუჩაზე, საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის, "ხალხის ძალის" წევრ დავით კაჭარავასა და მოქალაქე ონისე ოქრიაშვილს შორის ინციდენტი მოხდა. ფაქტის ამსახველი ვიდეო და სტატუსი აქტივისტმა სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, "რუსთავი 2"-თან დავით კაჭარვამ კომენტარი გააკეთა:

"მაქვს ამ ადამიანზე ინფორმაცია - ერთ-ერთი რადიკალი აქტივისტია. არ აქვთ ადამიანებს უფლება მოვიდნენ, შეურაცხყოფა მოგაყენონ, მითუმეტეს, ტელეფონით გადაგიღონ, მერე მიტრიალდნენ და წავიდნენ - ამის უფლებას არ მივცემ არავის. ვფიქრობ, ძალიან სწორადაც მოვიქეცი. ეს ადამიანი წიოდა და კიოდა, მიუხედავად იმისა, რომ ფიზიკური დაპირისპირება არ მომხდარა. პროვოკაციის მიზნით იყო მოსული, აშკარად, წინასწარ ჰქონდა დაგეგმილი და ამისთვის რაღაც ბენეფიტები უნდა მიეღო, ალბათ," - აცხადებს კაჭარავა.