მოქალაქე რომელიც წერს, რომ დავით კაჭარავამ ტელეფონი წაართვა ვიდეოს აქვეყნებს
მოქალაქე წერს რომ "ოცნების" დეპუტატმა დავით კაჭარავამ ტელეფონი წაართვა.
"ჭოველიძეზე დავით კაჭარავასთვის მინდოდა მეკითხა, რომელი სიგარეტი შევუგზავნო როცა კონსტიტუციის ღალატის გამო დაიჭერენ. შორიდან ყვირილი არ მინდოდა, ახლოს მივედი რო მენახა რუსის თვალები როგორია. ხოდა ტიპი მეცა და ტელეფონი წამართვა. ვიდეო წყდება. მერე გამოდის ოცი ტიპი და მომდევს ძველბიჭური ფრაზებით. გამვლელებს ვთხოვ, რო პატრულში დარეკეთ მეთქი და არავინ ყური არ შეიბერტყა. რავიცი აბა. წადით არჩევნებზე 26-ში," - წერს ონისე ოქრიაშვილი სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს