ვრცელდება უმძიმესი ინფორმაცია, დაიღუპა სამი ადამიანი - ავიაკატასტროფა აშშ-ში
აშშ-ში, კენტუკის შტატში, ავიაკატასტროფის შედეგად, 3 ადამიანი დაიღუპა.
ინფორმაციას abcnews-ი ავრცელებს. უბედური შემთხვევის გამო, სამედიცინო ვერტმფრენი ჩამოვარდა, რის შედეგადაც ეკიპაჟის სამი წევრი დაიღუპა.
ვერტმფრენის მფლობელი კომპანიის, Air Evac Lifeteam-ის ცნობით, ავიაკატასტროფის დროს ეკიპაჟი სასწრაფო გამოძახებაზე მიფრინავდა.
აშშ-ის ტრანსპორტის უსაფრთხოების ეროვნულმა სააგენტომ დაადასტურა, რომ ვერტმფრენის ჩამოვარდნის საქმის გამოძიება უკვე დაიწყო.