გივი მიქანაძის თქმით, ოპოზიციური პარტიებისა და რიგი სადამკვირვებლო და მედია ორგანიზაციების საქმიანობაში წინასაარჩევნო დარღვევები გამოვლინდა
არჩევნების დღის მოახლოებასთან ერთად, ჩვენი საზოგადოებისთვის უფრო ნათელი ხდება, რომ ოპოზიციის რადიკალური ფრთის და მათთან დაკავშირებულ სადამკვირვებლო ორგანიზაციებისა და მედია საშუალებებისთვის მთავარი დღის წესრიგი საზოგადოებაში და საერთაშორისო პარტნიორებში მცდარი აღქმების შექმნაა, რისთვისაც ისინი ყველა ფორმის მანიპულაციას ეწევიან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქნაძემ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.