"შემთხვევით გავიგე, როდესაც საბუთებს ვალაგებდი და წავიკითხე – ფილტვის სიმსივნე, მეოთხე სტადია, მეტასტაზები გასული ლიმფურში..." - რას იხსენებს ხათუნა ჟორდანია უმძიმეს დაავადებაზე, რომელიც დაამარცხა
"შემთხვევით გავიგე, როდესაც საბუთებს ვალაგებდი და წავიკითხე - ფილტვის სიმსივნე, მეოთხე სტადია, მეტასტაზები გასული ლიმფურში" - უმძიმესი დიაგნოზის შესახებ, ხათუნა ჟორდანიამ "მთავარი არხის" სამედიცინო გადაცემაში „მთავარი დიაგნოზი“ ისაუბრა. მან გავლილი ურთულესი პერიოდი გაიხსენა და თქვა, რომ სიმსივნე განაჩენი არ არის.