loader

"ისეთი საშინელი სურათი იყო, ყველანი ვიყავით გამოსულები მანქანებიდან და ვტიროდით" - რას ჰყვება თვითმხილველი თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისეთი საშინელი სურათი იყო, ყველანი ვიყავით გამოსულები მანქანებიდან და ვტიროდით" - რას ჰყვება თვითმხილველი თბილისში მომხდარ უბედურ შემთხვევაზე, რომელსაც 11 წლის მოზარდი ემსხვერპლა

თბილისში, ზაქარიაძის ქუჩაზე, უბედური შემთხვევის შედეგად 11 წლის მოზარდი დაიღუპა. არსებული ინფომაციით, შემთხვევა იმ დროს მოხდა, როცა ბავშვი ველოსიპედით გადაადგილდებოდა, რა დროსაც დაღმართზე ამოტრიალდა და დაიღუპა.

შემთხვევა 2 საათის წინ მოხდა.

"ზაქარაიაზე მოხდა ეს ყველაფერი.. მანდ გავდიოდი ზუსტად ეს ამბავი რომ მოხდა. ველოსიპედით მოდიოდა ბავშვი დაღმართზე, ძალიან ჩქარა. სასწრაფომ ვერ უშველა. ერთი 10-15 წთ ხელოვნურ სუნთქვას უკეთებდნენ... ისეთი საშინელი სურათი იყო. ყველანი ვიყავით გამოსულები მანქანიდან და ვტიროდით," - წერს თვითმხილველი სოციალურ ქსელში.

ფოტო არ ასახავს რეალურ სურათს.