"55-ე სკოლის გვერდით წყნარად ვისხედით და უცებ ცარცების ცვენა დაიწყო...ორი მეთორმეტე კლასელი ისროდა დიდ, სქელ ცარცებს ჩვენი მიმართულებით, ორჯერ მომიწია ასვლა, რომ გაჩერებულიყვნენ..."- რა კადრებს აქვეყნებს მოქალაქე სოციალურ ქსელში?
"55-ე სკოლის გვერდით წყნარად ვისხედით მოქალაქეები და უცებ ცარცების ცვენა დაიწყო მაღალი სართულიდან. ორი მეთორმეტე კლასელი ისროდა დიდ, სქელ ცარცებს ჩვენი მიმართულებით. ორჯერ მომიწია სკოლაში ასვლა, რომ გაჩერებულიყვნენ. მეორეჯერ რომ ავედი მერე გავიგე , რომ მეთორმეტე კლასელები ყოფილან. ვიდეოში კიდევ არ ჩანს იმხელა ცარცები ისროლეს." - წერს მოქალაქე, Esar Tia "ფეისბუქ" ჯგუფში "ქალაქის პრობლემები" და ფაქტის ამსახველ ვიდეოს აქვეყნებს.