"წარმოუდგენელია, რასაც აკეთებს! ყველაფერს პირდაპირ ხაზი გადაუსვა" - კახა კალაძე სალომე ზურაბიშვილზე
ძალიან მალე სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ვადა გასდის, შესაბამისად, ის იქნება არა როგორც ყოფილი პრეზიდენტი, არამედ გაგდებული პრეზიდენტი, იმის გამო, რომ ამ ადამიანმა სახელმწიფო ინსტიტუტებს და კონსტიტუციას შეურაცხყოფა მიაყენა, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განცხადებასთან დაკავშირებით განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველოს პრეზიდენტისთვის, სალომე ზურაბიშვილისთვის არანაირი კანონი, კონსტიტუცია არ არსებობს.