loader

"ალბათ ამ გადაწყვეტილებაში სიგიჟის და ყოვლისმომცველი შიშების წილი საკმაოდ მაღალია" - გია ხუხაშვილი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ალბათ ამ გადაწყვეტილებაში სიგიჟის და ყოვლისმომცველი შიშების წილი საკმაოდ მაღალია" - გია ხუხაშვილი

ექსპერტი გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს:

"გასაგებია, რომ ე.წ. “იმპიჩმენტის” პროცესის დაწყებაზე განაცხადი პრეზიდენტის მიმართ საუკეთესო საჩუქარია სალომე ზურაბიშვილისა და ოპოზიციისთვისაც წინასაარჩევნოდ.მაშინ რატომ აკეთებენ ამას? გაგიჟდნენ და აფექტურად მოქმედებენ?ალბათ ამ გადაწყვეტილებაში სიგიჟის და ყოვლისმომცველი შიშების წილი საკმაოდ მაღალია. ამასთანავე, ვფიქრობ, რომ მათი ეს განაცხადი ადასტურებს ჩემს ადრინდელ ვარაუდს, რომ ბიძინას უნდა პრეზიდენტობა რიგი მიზეზების გამო და ამ ოდიოზური ფორმით მას ეპრანჭებიან," - წერს ხუხაშვილი.