თბილისში გადაღებული ვიდეო, რომელიც ერთ დღეში 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და 10 ათასზე მეტი კომენტარი დაუწერეს - "არ შეიძლება ბავშვის ამ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება..."
სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება თბილისში გადაღებული ვიდეო, რომელმაც ერთ დღეში 4 მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა და 10 ათასზე მეტი კომენტარი დაუწერეს.
"არ შეიძლება ბავშვის ამ უხერხულ მდგომარეობაში ჩაგდება. პირველ რიგში, მშობელს უნდა ესმოდეს ეს, ვისაც აქვს ეს ორიგინალი მოსმენილი, ყველამ იცის. რომ ეს ბავშვი არ მღერის...
ახლა რომ ამტკიცებს მშობელიც ჩემი შვილიაო, მისი შვილი კია, მაგრამ მთავარია, სიმღერას ვინ მღერის. ავტორის სიმღერაზე რომ ფონოგრამაზე ამღერებენ, ის დაწერონ, თორემ მისი შვილი რომ არის, ვინ მოედავება...
გეთანხმებით იდეალურად მღერის, ოღონდ ვისი ხმაც არის, ის! ამ ბავშვის ხმა არ არის!!!
ეს ხმა არის დიანა ანქუდინოვას. ნახეთ, "იუთუბში", მისნაირად სხვა ვერ იმღერებს...
ხალხს ვისაც ამის სჯერა, მიყვარხართ...
უკან გოგოს რომ სჯერა...
არ ვიცი ეს ბავშვი მღერის თუ არა (რა მნიშვნელობა აქვს), მაგრამ ეს თავდაჯერებულობა, ბრავო და მადლობა მშობლებს, რომ ასე თავდაჯერებულს ზრდის შვილს...
ამ ბავშვის ნამღერი ნამდვილად არაა, თუმცაა მომწონს ბავშვი, უკომპლექსო შოუმენია და ამ ყველაფრით სიამოვნებას იღებს..." - წერენ ვიდეოს კომენტარებში სოციალური ქსელის მომხმარებლები.