loader

"მწვანე ბარათის" პროგრამის სარეგისტრაციო პერიოდი ცნობილია! - ყველაფერი, რაც მონაწილეობისთვის უნდა იცოდეთ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მწვანე ბარათის" პროგრამის სარეგისტრაციო პერიოდი ცნობილია! - ყველაფერი, რაც მონაწილეობისთვის უნდა იცოდეთ

"მწვანე ბარათის" პროგრამაში რეგისტრაცია 2 ოქტომბერს, 20:00 საათზე დაიწყო და 5 ნოემბერს, 20:00 საათზე დასრულდება.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ამერიკის საელჩო ავრცელებს.

"მონაწილეობამდე სრულად გაეცანით ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26

რეგისტრაცია იყო და არის უფასო. ნუ გადაუხდით თანხას ვინმეს მონაწილეობისთვის.

რეგისტრაცია ხდება მხოლოდ ამ ვებ-გვერდზე: dvprogram.state.gov

თაღლითობის მაღალი რისკის გამო ნუ მიმართავთ დამხმარე ორგანიზაციებს.

რეგისტრაციისას მოგენიჭებათ უნიკალური კოდი, რომელიც უნდა შეინახოთ.

სტატუსის გაგებას შეძლებთ უნიკალური კოდის გამოყენებით 2025 წლის 3 მაისიდან იმავე ვებგვერდზე: dvprogram.state.gov

აშშ-ის მთავრობა არ გამოგიგზავნით სტატუსის შესახებ შეტყობინებას.

შერჩევის შემთხვევაში აშშ-ის მთავრობა არ უზრუნველყოფს რამე სახის პირად მომსახურებას, როგორიცაა მგზავრობის ხარჯები, საცხოვრებლის პოვნასა თუ დასაქმებაში დახმარება და სხვა.

მწვანე ბარათის ლატარიაში შერჩევა არ იძლევა გარანტიას, რომ თქვენ მიიღებთ საიმიგრაციო ვიზას ან მიხვალთ სავიზო გასაუბრების ეტაპამდე. გთხოვთ, გაეცნოთ პროგრამის ინსტრუქციას: https://bit.ly/DVGEO26" - ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.