"5 თვის ნაყოფი დაიღუპა" - როგორია ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელსაც გუშინ მანქანა დაეჯახა
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავებული ქალის მდგომარეობა, რომელიც ორსულად იყო, კრიტიკულად მძიმეა.
Primetime.ge ქალის ახლობლების ინფორმაციაზე დაყრდნობით წერს, რომ 5 თვის ნაყოფი დაიღუპა, ხოლო მედიკოსები ქალის სიცოცხლის გადარჩენას ცდილობენ.
ცნობისთვის, ქალს ავტომობილი მარტვილში, სოფელ სალხინოში გუშინ დაეჯახა.
როგორც Palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმეზე გამოძება სსკ-ს 276-ე მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.