loader

რას ამბობს ბექა ოდიშარია ჰამ­ბურ­გში გა­და­ღე­ბულ ვიდეოზე, რომელშიც მისი შვილი ფიგურირებს? - "Spiegel-ი სა­მარ­ცხვი­ნოდ იქ­ცე­ვა, რომ ასე­თი თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი თემა დადო YouTube-ზე" - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რას ამბობს ბექა ოდიშარია ჰამ­ბურ­გში გა­და­ღე­ბულ ვიდეოზე, რომელშიც მისი შვილი ფიგურირებს? - "Spiegel-ი სა­მარ­ცხვი­ნოდ იქ­ცე­ვა, რომ ასე­თი თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი თემა დადო YouTube-ზე"

"Spiegel-ი სა­მარ­ცხვი­ნოდ იქ­ცე­ვა, რომ ასე­თი თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი თემა დადო YouTube-ზე" - უმ­რავ­ლე­სო­ბის დე­პუ­ტა­ტი ბექა ოდი­შა­რია ჰამ­ბურ­გში გა­და­ღე­ბულ კად­რებ­ს ეხმაურება, სა­დაც ჩანან გერ­მა­ნე­ლი სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და ქარ­თვე­ლი ახალ­გაზ­რდე­ბი, მათ შორის მისი შვილი.

"მომ­ხდარ ინ­ცი­დენ­ტთან და­კავ­ში­რე­ბით, მათ გა­ავ­რცე­ლეს ის ვი­დეო, ჯერ რა უფ­ლე­ბა ჰქონ­დათ? ბავ­შვებს ბო­ლო­ში მო­უ­ხა­დეს ბო­დი­ში გერ­მა­ნელ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა და დღეს როცა იქე­ქე­ბოდ­ნენ, იქ უთხრეს, რომ ჩვენ არა­ნა­ი­რი ინ­ფორ­მა­ცია მაგ ხალ­ხზე არ გვაქ­ვსო. ანუ არა­ფე­რი არ და­უ­შა­ვე­ბი­ათ და ამი­ტომ არ აქვთ, ხო ინ­ფორ­მა­ცია?

ეს ბავ­შვე­ბი მი­დი­ოდ­ნენ სტა­დი­ონ­ზე ნაკ­რე­ბის სა­გულ­შე­მატ­კივ­როდ, გა­ა­ჩე­რეს უმი­ზე­ზოდ, და­უ­წყეს ჩხრე­კა, ჩემ­მა შვილ­მა უთხრა - უბ­რა­ლო ტუ­რის­ტი არ ვარო, რაც ნიშ­ნავს, რომ მე ვარ ევ­რო­პა­ში მცხოვ­რე­ბი, მაქვს სა­ბუ­თი სწავ­ლის უფ­ლე­ბის და ასე არი­ან და­ნარ­ჩე­ნი სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ცო. ამა­ში არ იყო ნა­გუ­ლის­ხმე­ვი, რომ რა­ღაც გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან.

მე­ა­მა­ყე­ბა ჩემი შვი­ლი, მისი საქ­ცი­ე­ლიც. Spiegel-ი კი­დევ სა­მარ­ცხვი­ნოდ იქ­ცე­ვა, რომ ასე­თი თი­თი­დან გა­მო­წო­ვი­ლი თემა დადო YouTube-ზე. გერ­მა­ნელ­მა პო­ლი­ცი­ე­ლებ­მა ბო­დი­ში მო­უ­ხა­დეს, რომ შე­ე­შა­ლათ ვი­ღაც არა­ბებ­ში და ასე­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ქარ­თულ პო­ლი­ცი­ას სტუმ­რე­ბის მი­მართ ნამ­დვი­ლად არ აქვს. შემ­დეგ, ის არა­ბე­ბი და­ი­ჭი­რეს თა­ვი­სი რა­ღაც მო­პა­რუ­ლი ნივ­თე­ბი­ა­ნად" - თქვა ოდი­შა­რი­ამ "იმედ­თან" სა­უბ­რი­სას.

გერ­მა­ნუ­ლი გა­მო­ცე­მა Spiegel-მა გა­მო­აქ­ვეყ­ნა ჩა­ნა­წე­რი, სა­დაც ჩანს რომ ჰამ­ბურ­გში სა­მო­ქა­ლა­ქო ფორ­მა­ში ჩაც­მუ­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი აჩე­რებს რამ­დე­ნი­მე ქარ­თველს. რო­გორც ვი­დე­ო­დან ირ­კვე­ვა, ქარ­თვე­ლებ­მა სხვა­დას­ხვა ნივ­თეი შე­ი­ძი­ნეს, რომ­ლე­ბიც მო­პა­რუ­ლი აღ­მოჩ­ნდა. ვი­დე­ო­ში ასე­ვე ჩანს, რომ ქარ­თველ­თა ჯგუ­ფი პო­ლი­ცი­ის მან­ქა­ნით გა­დაჰ­ყავთ.