რას ამბობს ბექა ოდიშარია ჰამბურგში გადაღებულ ვიდეოზე, რომელშიც მისი შვილი ფიგურირებს? - "Spiegel-ი სამარცხვინოდ იქცევა, რომ ასეთი თითიდან გამოწოვილი თემა დადო YouTube-ზე"
"Spiegel-ი სამარცხვინოდ იქცევა, რომ ასეთი თითიდან გამოწოვილი თემა დადო YouTube-ზე" - უმრავლესობის დეპუტატი ბექა ოდიშარია ჰამბურგში გადაღებულ კადრებს ეხმაურება, სადაც ჩანან გერმანელი სამართალდამცველები და ქართველი ახალგაზრდები, მათ შორის მისი შვილი.
"მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით, მათ გაავრცელეს ის ვიდეო, ჯერ რა უფლება ჰქონდათ? ბავშვებს ბოლოში მოუხადეს ბოდიში გერმანელმა პოლიციელებმა და დღეს როცა იქექებოდნენ, იქ უთხრეს, რომ ჩვენ არანაირი ინფორმაცია მაგ ხალხზე არ გვაქვსო. ანუ არაფერი არ დაუშავებიათ და ამიტომ არ აქვთ, ხო ინფორმაცია?
ეს ბავშვები მიდიოდნენ სტადიონზე ნაკრების საგულშემატკივროდ, გააჩერეს უმიზეზოდ, დაუწყეს ჩხრეკა, ჩემმა შვილმა უთხრა - უბრალო ტურისტი არ ვარო, რაც ნიშნავს, რომ მე ვარ ევროპაში მცხოვრები, მაქვს საბუთი სწავლის უფლების და ასე არიან დანარჩენი საზოგადოებაცო. ამაში არ იყო ნაგულისხმევი, რომ რაღაც განსაკუთრებული ადამიანები არიან.
მეამაყება ჩემი შვილი, მისი საქციელიც. Spiegel-ი კიდევ სამარცხვინოდ იქცევა, რომ ასეთი თითიდან გამოწოვილი თემა დადო YouTube-ზე. გერმანელმა პოლიციელებმა ბოდიში მოუხადეს, რომ შეეშალათ ვიღაც არაბებში და ასეთი დამოკიდებულება ქართულ პოლიციას სტუმრების მიმართ ნამდვილად არ აქვს. შემდეგ, ის არაბები დაიჭირეს თავისი რაღაც მოპარული ნივთებიანად" - თქვა ოდიშარიამ "იმედთან" საუბრისას.
გერმანული გამოცემა Spiegel-მა გამოაქვეყნა ჩანაწერი, სადაც ჩანს რომ ჰამბურგში სამოქალაქო ფორმაში ჩაცმული პოლიციელი აჩერებს რამდენიმე ქართველს. როგორც ვიდეოდან ირკვევა, ქართველებმა სხვადასხვა ნივთეი შეიძინეს, რომლებიც მოპარული აღმოჩნდა. ვიდეოში ასევე ჩანს, რომ ქართველთა ჯგუფი პოლიციის მანქანით გადაჰყავთ.