მარტვილში, სოფელ სალხინოში ორსულ ქალს ავტომობილი დაეჯახა
მარტვილში, სოფელ სალხინოში ორსულ ქალს ავტომობილი დაეჯახა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქალი საავადმყოფოშია გადაყვანილი.
როგორც Palitravideo-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, საქმეზე გამოძება დაიწყო სსკ-ს 276-ე მუხლით, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.