11 წლის ასაკიდან 10 წელი ტყვეობაში - ისრაელის თავდაცვის ძალებმა, ღაზადან გოგონა გამოიხსნეს: ამაღელვებელი კადრები, რომელიც 21 წლის ფავზიას ოჯახში დაბრუნებას ასახავს
ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა, ღაზადან, 10 წლის განმავლობაში ტყვეობაში მყოფი გოგონა გამოიხსნეს. ფავზია ამინ სიდო, ერაყიდან, ტერორისტულმა ორგანიზაცია ISIS-მა 2014 წელს, 11 წლის ასაკში გაიტაცა. მოგვიანებით "ისლამურმა სახელმწიფომ" ის "ჰამასს" მიჰყიდა.10 წლიანი ტყვეობის შემდეგ, 21 წლის ფავზია ისრაელის თავდაცვის ძალების წარმომადგენლებმა გაათავისუფლეს და ოჯახთან დააბრუნეს.
ვიდეო: David Saranga