რა ხდება ამ წუთებში მოსკოვის გამზირზე, სადაც ვითარება უკიდურესდ დაძაბულია
83-ე საჯარო სკოლასთან, სკოლის მოსწავლეები და მშობლები შეიკრიბენენ, რომლებიც დაუმთავრებელ მშენებლობას აპროტესტებენ.
ეს ის სკოლაა, რომელიც სარეაბილიტაციო პროექტში მოყვა და წესით ახალი შენობა უნდა აეშენებინათ, სადაც მოსწავლეები განათლებას მიიღებდნენ.
შენობის ნაცვლად უკვე ოთხი წელია ადგილზე ნანგრევებია. მოზარდებს კი განათლების მიღება სახლებისგან მოშორებით, სხვა სკოლებში უწევთ, რაც დამატებით პრობლემებსაც ქმნის.