"ვალდებული ვართ, კიდევ დიდხანს დავრჩეთ, ამ ქვეყანაზე" - რას წერს ხათუნა ჟორდანია
გუშინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ყალბი ინფორმაცია, რომ თითქოს მომღერალი ზურაბ ხაჩიძე გარდაიცვალა. ამის შესახებ, ერთ-ერთი ახალშექმნილი, უცნობი საიტი წერდა. „კიდევ ერთი, ძალიან მაგარი ბიჭი წავიდა ჩვენგან, ზურა...“ - ამბავი დასურათებული იყო ხაჩიძის ფოტოთი.
თუმცა ლინკზე გადასვლის შემთხვევაში, მკითხველს ხვდებოდა ინფორმაცია, რომ 2023 წელს, მსგავსი შინაარსის სტატუსი ზურაბ ხაჩიძემ მეგობარზე გამოაქვეყნა. მკითხველის მიზიდვის მიზნით მსგავსი "ფეიქ ნიუსები" სოციალურ ქსელში ხშირად ვრცელდება. მიზანი ერთია, რომ რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა გახსნას ლინკი, სადაც ონლაინ თამაშების რეკლამები დახვდებათ.
აღნიშნულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში ზურაბ ხაჩიძე და ხათუნა ჟორდანია გამოეხმაურნენ. მომღერალი წერს, რომ მის ტელეფონზე უამრავი ზარი და შეტყობინება შევიდა, თუმცა მტრის ჯინაზე კარგად ყოფნას აპირებს.
ზურაბ ხაჩიძე:
- გუშინდელი ღამიდან არ გაჩერებულა ტელეფონი. ძალიან ბევრი ადამიანი შეწუხდა ჩემზე გავრცელებული არასწორი ინფორმაციით. მადლობა ღმერთს, კარგად ვარ და მტრის ჯინაზე კარგად ვიქნები. უბრალოდ, ვერ ვხდები, ესეთი რამ რატო უნდა მოგინდეს ადამიანს, ან ვის ტვინში იხარშება მსგავსი სიბოროტე. მადლობა ყველას სიყვარულისთვის და გვერდში დგომისთვის.“
ხათუნა ჟორდანია მეუღლის შესახებ გავრცელებულ ყალბ ინფორმაციას პირველი გამოეხმაურა.
„დღეგრძელი იყავი, კიდევ 100 წელი მჭირდები, ჩემო სიყვარულო. ვალდებული ვართ, კიდევ დიიიიდხანს დავრჩეთ, ამ ქვეყანაზე! ხომ იცი-"Они любили друг друга и умерли в один день".“ - წერს ხაჩიძის მეუღლე.