loader

ახალი მომაკვდინებელი ვირუსი, რომელმაც 8 ადამიანი იმსხვერპლა - 4 სიმპტომი, რომლითაც ამ საშიში ვირუსის ამოცნობა შეიძლება - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ახალი მომაკვდინებელი ვირუსი, რომელმაც 8 ადამიანი იმსხვერპლა - 4 სიმპტომი, რომლითაც ამ საშიში ვირუსის ამოცნობა შეიძლება

მსოფლიო რუკაზე წითელი ფერით ის ქვეყანაა მონიშნული, სადაც მომაკვდინებელი ვირუსი გავრცელდა. მარბურგის სახელწოდებით ცნობილი ცხელება რუანდას შვიდ ქალაქს მოედო. უკვე დაფიქსირდა ფატალური შემთხვევებიც. ინფიცირებული პაციენტი დაავადების ლაბორატორიული დადასტურებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა. ბოლო მონაცემებით, ვირუსმა 8 ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. დაავადება აფრიკის კონტინენტზე ათობით პირს ერთი კვირის წინ დაუდასტურდა.

ვირუსი ამ დროისთვის მხოლოდ აფრიკის ტერიტორიაზე ცირკულირებს. ჯერჯერობით არ დადასტურებულა, თუმცა უკვე არსებობს ეჭვი, რომ დაავადებამ ევროპაშიც შეაღწია. სავარაუდო შემთხვევა გერმანიაში, ჰამბურგში დაფიქსირდა. ორ პირი, რომელთაც ავადმყოფობის ნიშნები, მატარებელში განუვითარდათ აფრიკიდან ბრუნდებოდა. ისინი, რუანდაში მკურნალობდნენ პაციენტს, რომელსაც უკვე შემდგომ ინფექციური დაავადება ლაბორატორიულად დაუდასტურდა. სამართალდამცავებს ჰამბურგის რკინიგზის მთავარი სადგური ამ დრომდე გადაკეტილი აქვთ.