ლიბანური არხები თავდასხმის ვიდეოს ავრცელებენ, რომელსაც სავარაუდოდ ჰასან ნასრალა ემსხვერპლა
ლიბანური არხები თავდასხმის ვიდეოს ავრცელებენ, რომელსაც სავარაუდოდ ჰასან ნასრალა ემსხვერპლა.
ისრაელის არმიამ 28 სექტემბერს განაცხადა, რომ ბეირუთზე მისი შეტევისას მოკლულ იქნა ჰასან ნასრალა, გასამხედროებული ჯგუფის, ჰეზბოლას ლიდერი. მოგვიანებით ეს ცნობა ჰეზბოლამაც დაადასტურა.ჰასან ნასრალა იყო ირანის მიერ მხარდაჭერილი შეიარაღებული ჯგუფის და პოლიტიკური პარტიის -ჰეზბოლა ლიდერი. ეს ჯგუფი სამხრეთ ლიბანის დიდ ნაწილს აკონტროლებს.
ჰეზბოლას 30-წლიანი ხელმძღვანელობის პერიოდში, ნასრალამ შიიტური დაჯგუფება გადააქცია ლიბანში მნიშვნელოვან პოლიტიკურ ძალად და მეზობელი ისრაელის ძლიერ მეტოქედ.