იტალიაში, ბრინდიზის აეროპორტში, თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - 200-მდე მგზავრის გამოყვანა გასაბერი სლაიდების საშუალებით შეძლეს
Ryanair-ის თვითმფრინავს ცეცხლი გაუჩნდა - ევაკუირებულია 200-მდე მგზავრი. ინფორმაციას manchestereveningnews ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, თვითმფრინავი ბრინდიზის აეროპორტიდან ასაფრენად ემზადებოდა, როდესაც ძრავს ცეცხლი გაუჩნდა.
მეხანძრეებმა 184 მგზავრის მშვიდობიანად გამოყვანა გასაბერი სლაიდების საშუალებით შეძლეს.
იტალიაში, ბრინდიზის აეროპორტში გაჩენილი ხანძრის შემდეგ, აეროპორტმა მუშაობა დროებით შეაჩერა.