"მაგის სახელის ხსენებაც არ მინდა" - კესარია აბრამიძის ოჯახის პირველი განცხადება სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ
კესარია აბრამიძის ოჯახის პირველი განცხადება სასამართლო გადაწყვეტილების შემდეგ. ოჯახს, ბექა ჯაიანის შეურაცხადობის და აფექტის არ სჯერა, ამიტომაც ბრალდებულისთვის უმკაცრეს სასჯელს ითხოვს.
მოკლული ქალის ოჯახის პოზიცია დღეს მათმა უფლებამდაცვლმა "პირველებთან" გააჟღერა.
იმ შემთხვევაში, თუ მკვლელობისთვის დაკავებული ბექა ჯაიანი ციხის ნაცვლად ფსიქიატრიულ კლინიკაში გაუშვეს, ტრანსგენდერი ქალის ახლობლები ბოლომდე ბრძოლას აანონსებენ.
ვიდეო: "ტვ პირველი"