ცნობილ ქართველ ექიმს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ცნობილ დერმატო-ვენეროლოგს, სოსო კობახიძეს საზოგადოების დახმარებს სჭირდება.
"მე ჩემზე არ ვითხოვდი, მაგრამ ახლა სხვა გზა არაა.თუ ვინმეს შემოძლია ძმა დავუძახო, ეს ადამიანია. ყურადღებიანი, კეთილი, ყველაზე გადამკვდარი. 35 წელია მოვდივართ ერთად. თუ როდესმე გამჭირვებია რამე, სოსო იყო ყოველთვის პირველი, რომელიც გვერდში დამდგარა.
ჰო და ახლა ძაან უჭირს, ძაან. სასწრაფოდ ესაჭიროება მთლიანი ღვიძლის(გვამური) ტრანსპლანტაცია, რაც სამწუხაროდ საქართველოში არ ტარდება და ჯდება 150 000€.
არც ოჯახს და არც ახლობლებს ამის საშუალება ახლა არ გვაქვს. გადარჩენილი სოსო ბევრი პაციენტის შვებაა მომავალში და ბევრი ახლობლის სიხარული.ყოველ ლარს, დოლარს და ევროს აქვს მნიშვნელობა.ნებისმიერ ადამიანს შეუძლია ჩარიცხოს შემდეგ ანგარიშზე.#GE13TB7357445063600026მიმღები: ქ. კობახიძე(შვილი)" - წერენ სოციალურ ქსელში.