"საჯაროდ პირველად ვყვები და ვნერვიულობ, გულწრფელად" - რა ისტორია გაიხსენა ნათია ბანძელაძემ მიხეილ სააკაშვილზე?
ნათია ბანძელაძე, რომელიც მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობის დროს მის ადმინისტრაციაში მუშაობდა, 2012 წლის არჩევნების დღეს იხსენებს.
"საჯაროდ პირველად ვყვები და ვნერვიულობ, გულწრფელად... 1 ოქტომბერი, 2012 წელი პრეზიდენტის სასახლე... ყველა თავის საქმეს აკეთებს, უჩვეულო სიმძიმეა ჰაერში, დროში გაჩერებული რაღაცნაირი სიჩუმე, გააზრებული და კარგად გათავისებული ფიქრებით.
19.30. შიდა ტელეფონზე ზარის ხმა და პრეზიდენტის სამდივნოს ღილაკი ერთად ირთვება, ცაცას მშვიდი ხმა "ნათია, გადმოდი მიშა გეძახის", პირველი ფიქრი, რაც ვიფიქრე შიდა ტელეფონზე შემოსულმა ზარმა გამაკვირვა, სანამ ვფიქრობდი უკვე პრეზიდენტის ფლიგელში ცაცას წინ ვიყავი, როცა მისმა უხერხულად დაძაბულმა ხმამ კიდევ უფრო გამაკვირვა "ტელეფონი არ შეიტანო, დამიტოვე რა". ეს კიდევ უფრო უცნაური იყო... სამ ნაბიჯში უკვე პრეზიდენტის სამუშაო კაბინეტში, მიშას მაგიდასთან ვდგევარ. უჩვეულოდ მშვიდი და აუღელვებელი ტონით "გადმოსახედზე გამჭვირვალე ტრიბუნა ამიწყვე, მილოცვა უნდა ჩავწეროთ და გადავაგოროთ, არსად დარეკო, შენ წადი და ფლაივეი მოიყვანე, აქედან გადავაგოროთ მასალა ყველასთვის. 8 -ზე მილოცვა უნდა გავიდეს, არავის არაფერი უთხრა...( ორივე მხარეს უცნაური პაუზაა, ერთმანეთის რეაქციას რომ ველოდებით, მე გონებაში დროის დაფარვის შეუძლებელ შესაძლებლობეს განვიხილავ უკვე და პირველი თავში, რაც მენთება "გადმოსახედიდან“ (სასხლის წინა ფასადის დიდი სივრცე) ბეგრაუნდი და შუმებია - 41-იანების ბანერებით შეფუთული პარტიული ოფისი, უკვე უწყვეტ რეჯიმში გაშვებული "ფეერვერკები“ და ბოლო ხმაზე ჩართული პარტიული ჰიმნი, ემოციური ყიჟინა) წამიერ სიჩუმეს ისევ პრეზიდენტი არღვევს "ივარგებს, მაქეთ ...(როგორც წესი ყოველთვის ზუსტად იცოდა სად, რა, როდის და როგორი უნდა ყოფილიყო ყველა გასვლა და მიმართვა) არც დავფიქრებულვარ ისე ვუპასუხე" თქვენს ხმას გადაფარავს ბეგრაუნდი, ფეერვერკები და ოცნების ჰიმნი“... ისევ მიშა: "ძალიან შემოვა ხმები?“...
მე: "დიახ, მგონი შიგნით ჩავწეროთ უკეთესია" მიშა: "კარგი, სადაც ააწყობ, დამიძახე, არავის არაფერი უთხრა“ - კიდევ გამიმეორა. შენობა როგორ დავტოვე, როგორ გავიარე ნახევარი ქალაქი ტელევიზიამდე და რა ზეძალებით "მოვიპოვე" ფლაივეი 20 წუთში დაბრუნების გარანტიით ეს სხვა, ცალკე ისტორიის ნაწილია. 8 საათამდე წუთები რჩება, ეს ის შემთხვევაა ტომაზოც კი (პრეზიდენტის პირადი ოპერატორი) ჩემს მერე გებულობს რომ მიშას ვიწერთ, წამებში ვეწყობით, სასახლეში ჯერ კიდევ არავინ იცის რისთვის ვემზადებით, როგორც შემდეგ ირკვევა არც გარემოცვამ და არც პარტიამ....
დადგა და ჩავწერეთ, პრეზიდენტმა "ოცნებას" გამარჯვება მიულოცა, მშვიდად, ღირსეულად, შეგნებულად და ზუსტად იცოდა, რატომ აკეთებდა ამას! ეს არის ის რეალობა, რომელსაც ვისაც როგორ სჭირდება, ახლა ისე ყვება... ვინც კარგად მიცნობთ, ისიც იცით, როგორც წესი ასეთ დეტალებზე არ ვსაუბრობ, არაფერს ვიჩემებ, ჩემს ვერცერთ კადრს ვერ ნახავთ პრეზიდენტის წინ მორბენალს (ადმინისტრაციაში მუშაობის პერიოდში). ვიყავი იქ, სადაც შეგნებით ვაკეთებდი ჩემს საქმეს, შეუძლებელს ვასწრებდით, საკუთარ ფასეულობებს არ ვღალატობდი, ვბრაზდებოდი, მიხაროდა, ვნერვიულობდი.. ახლა რასაც ვყვები არც "ნაცობა" და არც"ქოცობა" არაფერ შუაშია, საქმე ერთგულებით იზომება ყველგან და ყველა დროში. როცა სიმართლე სიმართლეა, მიმღებლობა უნდა შეგვეძლოს"- წერს ბანძელაძე.