სამხატვრო აკადემია გოგონას ტრაგიკულად გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
გვიან ღამით Palitravideo-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომ სამხატვრო აკადემიის აივნიდან გოგო გადავარდა და დაიღუპა. როგორც თვითმხილველი palitravideo-ს უყვებოდა, აკადემიაში welcome party მიმდინარეობდა.
თბილისის აპოლონ ქუთათელაძის სახელობის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია, შემთხვევასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს:
"ღრმა მწუხარებას გამოთქვამს აკადემიაში მომხდარი ტრაგედიის - პირველ ოქტომბერს სამხატვრო აკადემიის ეზოში გოგონას გარდაცვალების გამო. ვუსამძიმრებთ გარდაცვლილის ოჯახის წევრებს, ახლობლებსა და მეგობრებს. ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება."
როგორც palitravideo-ს შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.