loader

"მა­რის და­ღუპ­ვა­ზე მე არ და­მი­რე­კავს, ვერ ვე­ტყო­დი, რომ დედა გარ­და­ეც­ვა­ლა" - რას ყვება "ტიკ-ტოკერი" მარის მეგობარი? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"მა­რის და­ღუპ­ვა­ზე მე არ და­მი­რე­კავს, ვერ ვე­ტყო­დი, რომ დედა გარ­და­ეც­ვა­ლა" - რას ყვება "ტიკ-ტოკერი" მარის მეგობარი?

მარი ომა­ნაშ­ვი­ლი გუ­შინ დაკ­რძა­ლეს. თე­ლა­ვე­ლი გო­გო­ნა, რო­მე­ლიც ცნო­ბი­ლი ტიკ-ტო­კი­დან გახ­და ტრა­გი­კუ­ლად და­ი­ღუ­პა ავ­ტო­საგ­ზაო შემ­თხვე­ვის შე­დე­გად.33 წლის მა­რის 9 წლის ვაჟი ჰყავ­და, რო­მე­ლიც დღემ­დე ზეს­ტა­ფონ­ში მიმ­ნდობ ოჯახ­ში ცხოვ­რობს. თე­ლა­ვე­ლი ქველ­მოქ­მე­დი დინა ნა­წი­ფაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც მა­რის პატ­რო­ნობ­და Ambebi.ge-ის მარის შესახებ უამბობს:

"მა­რის ძა­ლი­ან უყ­ვარ­და თა­ვი­სი შვი­ლი, ისე­თი ბედ­ნი­ე­რი იყო რო­დე­საც ხვდე­ბო­და, მაგ­რამ და­მო­უ­კი­დებ­ლად მისი მოვ­ლა არ შე­ეძ­ლო. რაც შე­ე­ხე­ბა ბავ­შვის მამა არ ვიცი ვინ არის, ამა­ზე მა­რიც არ სა­უბ­რობ­და. ერთს გე­ტყვით, რომ ძა­ლი­ან კარგ ოჯახ­შია, კარ­გად უვ­ლი­ან. რამ­დენ­ჯე­რაც ვი­ყა­ვი, აღ­ფრთო­ვა­ნე­ბუ­ლი წა­მო­ვე­დით იქი­დან. მა­რის და­ღუპ­ვა­ზე მე არ და­მი­რე­კავს, ვერ ვე­ტყო­დი, რომ დედა გარ­და­ეც­ვა­ლა. არაჩ­ვე­უ­ლებ­რი­ვი ქალ­ბა­ტო­ნი ზრდის, ის ხში­რად ესა­უბ­რე­ბო­და დე­და­ზე, მახ­სოვს, პირ­ვე­ლად რომ ჩა­ვე­დით მის სა­ნა­ხა­ვად, ბავ­შვმა ჩემს შე­სა­ხე­ბაც ყვე­ლა­ფე­რი იცო­და."

ინტერვიუს ვრცლად სანახავად გადადით ლინკზე: https://www.ambebi.ge/article/315942-maris-uqvarda-shvili-magram-damoukideblad-misi-mo/?fbclid=IwY2xjawFqXGdleHRuA2FlbQIxMQABHcBrMqHQzyOHc16ZcpcTPKJJ8wy_VftwzWtDhE_e_kyJn3W85NsbTv0Glw_aem_oQlcQOTcGA5MRC4t9tkh_Q