ვინ არის და რას ჰყვება 7 წლის ანდრია, რომელსაც დამოუკიდებლად გადაადგილება არ შეუძლია - პატარა ბიჭუნას ვიდეოებს სოციალურ ქსელში ათასობით ნახვა აქვს
ეს 7 წლის ანდრიაა, რომელიც წეროვანის საჯარო სკოლაში სწავლობს. ანდრია ხერხემლის ღია თიაქარით დაიბადა, მრავალი ოპერაციის მიუხედავად ანდრიას დამოუკიდებლად სიარული არ შეუძლია, თუმცა ის ძალიან ყოჩაღი ბიჭია და სკოლაში ყოველ დილით სიხარულით მიდის. მეგობრები კი მასზე მუდამ ზრუნავენ.