რას ამბობს ირაკლი კობახიძე თინა ხიდაშელის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ პრემიერი დონალდ ტრამპთან შეხვედრას ცდილობდა?
საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე უარყოფს ინფორმაციას, რომ მას ამერიკის შეერთებულ შტატებში ყოფნისას, ამერიკის პრეზიდენტობის ერთ-ერთ კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან შეხვედრის მცდელობა ჰქონდა.
ამის შესახებ მან ჟურნალისტებს შესაბამისი კითხვის საპასუხოდ განუცხადა.
"ბაიდენის უარის შემდეგ კობახიძე ტრამპთან შეხვედრას ცდილობდა" - ამის შესახებ "ტვ პირველის" პირდაპირ ეთერში, თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, თინა ხიდაშელმა თქვა.