loader

"ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ, ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა" - ცნობილია ვინ არის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ, ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა" - ცნობილია ვინ არის ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაღუპული ქართველი

ისრაელის საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და გულწრფელ სამძიმარს უცხადებს საქართველოს მოქალაქის, ილია ნოზაძის ოჯახს, რომელიც ისრაელში ნათესავების მოსანახულებლად ჩავიდა და გუშინ ტერაქტის დროს ტრაგიკულად დაიღუპა.

აღნიშნულის შესახებ ისრაელის საელჩო განცხადებას ავრცელებს.

"ტერორიზმი არავის ინდობს - განურჩევლად ეროვნებისა, რელიგიისა თუ ასაკისა.

ამ საზარელ მოვლენას, როდესაც პალესტინელმა ტერორისტებმა ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს ისრაელის ცენტრში, თელ-ავივში, შვიდი უდანაშაულო ადამიანი ემსხვერპლა, ცხრა კი დაშავდა.

მსოფლიო უნდა გაერთიანდეს ტერორიზმთან და მის წამყვან მხარდამჭერ - თეირანის რეჟიმთან ბრძოლაში" - ნათქვამია ისრაელის საელჩოს განცხადებაში.