"შენს გარშემო რატომ არავინ არაა ჭკვიანი ადამიანი, რომ გითხრას დედასთან უკონტაქტობა და ურთიერთობის არ ქონა შენზეც ცუდად აისახება" - ცისნამი საყვარლიშვილის ემოციური მიმართვა შვილს
"მომენატრე იკაკო! შენს გარშემო რატომ არავინ არ არის ჭკვიანი ადამიანი, რომ გითხრას დედასთან არ კონტაქტი და ურთიერთობის არ ქონა შენზეც ცუდად აისახება. მარტო მე არ მავნებ, საკუთარ თავსაც ავნებ . მიყვარხარ და შენთან ერთად მინდა," - წერს ცისნამი საყვარელიძე სოციალურ ქსელში და ვიდეოს აქვეყნებს.
ცისნამი საყვარლიშვილი 21 წლის ასაკში იქცა მარტოხელად დედად. იმისთვის, რომ სახლი ჰქონოდა და შვილისთვის უზრუნველი მომავალი შეექმნა, ემიგრაციაში წავიდა და ირაკლის დატოვება საქართველოში მოუწია.
ჯერ იყო იტალია, შემდეგ კი - ასრულებული ამერიკული ოცნება, საუკეთესო ქმრით და სახლით ჰემპტონებში. წლების შემდეგ ერთადერთი შვილი ამერიკაში წაიყვანა და თითქოს ყველაფერი კარგად უნდა ყოფილიყო, როდესაც ერთ დღეს ირაკლიმ დედის გაუფრთხილებლად საქართველოში დაბრუნება გადაწყვიტა.
ცისნამი ამბობს, რომ მიუხედავად ზრუნვისა, მასა და შვილს შორის აღმართული კედელი ვერ დაანგრია. ახლა კი შვილს დაბრუნებას სთხოვს... რთულია, მისი საუბარი ემოციის გარეშე მოისმინო, დედის, რომელმაც ყველანაირი მცდელობის მიუხედავად, შვილი მაინც ვერ დაიბრუნა, თუმცა იმედს მაინც არ კარგავს.