(18+)ტერაქტი თელ ავივში - ტერორისტებმა ავტობუსის გაჩერებაზე ცეცხლი გახსნეს: გავრცელებული ინფორმაციით ორივე ტერორისტი განეიტრალებულია
თელ ავივში სროლის შედეგად მოკლულია რვა მოქალაქე, რამდენიმე კი დაჭრილია. ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის საგანგებო სამსახური და პოლიცია ავრცელებს.
სამართალდამცველების განცხადებით, თავდასხმის შემსრულებელი ორი ტერორისტი განეიტრალებულია. ისინი ქუჩაში, ავტობუსის გაჩერებაზე გამვლელებს ცეცხლს უხსნიდნენ.
შემთხვევა იაფაში მოხდა.
თავდამსხმელები ქუჩის სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირა, რომელსაც ნე-9 არხი ავრცელებს.