როგორია ჩოხატაურში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულთა მდგომარეობა
ჩოხატაური-ოზურგეთის ცენტრალურ გზაზე ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომანქანა შეეჯახა.
ავარიის შედეგად მანქანებში მქოფი სამი ახალგაზრდა ადგილზე დაიღუპა. ორი დაშავებული კი შპს “ჯანმრთელობის სახლი გურიაში” გადაიყვანეს.
“გურია ნიუსი” დაინტერესდა, როგორია დაშავებულთა მდგომარეობა.
კლინიკის მტავარი ექიმის, თემურ კოროშინაძის თქმით, დაშავებულთაგან ერთ-ერთი, რომლის მდგომარეობა მძიმეა, ქუთაისში, კლინიკა ბომონდში გადაიყვანეს. მეორე დაშავებული კი რცება ადგილზე და უტარდება შესაბამისი მკურნალობა.
წყარო: https://gurianews.com/rogoria-chokhataurshi-momkhdari-avariis-shedegad-dashavebultha-mdgomareoba/