"დრო თუ მოვა, ყველაფერს ვიტყვით და სააშკარაოზე გამოვიტანთ" - რას ამბობს კახა კალაძე ბიძინა ივანიშვილის სასამართლო დავასთან დაკავშირებით?
ბიძინა ივანიშვილმა ყველა სასამართლო პროცესი მოიგო და მიზანმიმართულად უჩერებენ თანხებს, ის არის დე ფაქტო სანქცირებული - მიდის მისი პოლიტიკური შანტაჟი, ამის დრო თუ მოვა, ყველაფერს ვიტყვით და სააშკარაოზე გამოვიტანთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, თბილისის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილს ქვეყნის ბედით აშანტაჟებენ და აღნიშნავს, რომ „ქვეყნის ინტერესები არ ითმობა“.
როგორც კალაძე აღნიშნავს, ქვეყნის საწინააღმდეგო არც ერთი ნაბიჯი არ გადაიდგმება.