"სრულიად ახალი, კონფიდენციალური, ძალიან სანდო ინფორმაცია მაქვს..." - გია ხუხაშვილი
"სრულიად ახალი, კონფიდენციალური ინფორმაცია მაქვს, რომ ერთ-ერთი ყოფილი, ძალიან მაღალი თანამდებობის პირი, რომელიც აფილირებულია ხელისუფლებასთან, [ბერნარ] კუშნერის მეშვეობით ცდილობს გასვლას, რომ როგორმე ტრამპთან ურთიერთობა დააფიქსირონ. კუშნერმა კი მოიშორა თავიდან. ტრამპიც არ ხვდებათ. „ოცნება“ ხომ ქმნის ილუზიას, თითქოს ტრამპთან რაღაცას „დაალაგებენ“, ახლა კი მოსინჯეს, რომ შემდეგ აპიარონ. ეს გეგმა აქვთ. მთელი მაგათი უბედურება არის იმაში, რომ ტრამპიც არ ხვდება მათ“, - ამის შესახებ ექსპერტმა, გია ხუხაშვილმა განაცხადა, რითაც შეაფასა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის სერგეი ლავროვის განცხადება, რომ მოსკოვი მზადაა დაეხმაროს საქართველოს, “აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთთან ურთიერთობების ნორმალიზების პროცესში“, თუკი თავად “ქვეყნები“ ამით დაინტერესდებიან.