"რთული და ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მომიწია" - რას წერს ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი?
"დავემშვიდობე ჩემს თვალწინ დაბადებულ "მთავარ არხს", როგორც ჟურნალისტი. ასევე, მივიღე გადაწყვეტილება გადავიდე პოლიტიკურ სივრცეში და განსხვავებული სივრციდან ვიბრძოლო ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ევროპული მომავლისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ამიერიდან ვიყო "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" რიგებში და საპარლამენტო სიაში" - ამის შესახებ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი სოციალურ ქსელში წერს.
ჯეიჰუნ თქმით, ჟურნალისტურ პროფესიასთან დამშვიდობება მისთვის რთული აღმოჩნდა.
"რთული და და ამავდროულად ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილების მიღება მომიწია.
დღეს დავემშვიდობე ჩემს თვალწინ დაბადებულ "მთავარ არხს", როგორც ჟურნალისტი. ის ყოველთვის დარჩება ჩემთვის მთავარი! ასევე, მივიღე გადაწყვეტილება გადავიდე პოლიტიკურ სივრცეში და განსხვავებული სივრციდან ვიბრძოლო ჩვენი ქვეყნის კეთილდღეობისთვის და ევროპული მომავლისთვის. ჩემთვის დიდი პატივია, ამიერიდან ვიყო "ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის" რიგებში და საპარლამენტო სიაში.
ამ გზამდე მოსვლელად რთული და ამავდროულად საინტერესო გზა გავიარე.
ცხოვრებისეული გამოწვევებიდან დიდ საზოგადოებრივ სივრცეში მოვხდი, სადაც ვისწავლე ბრძოლა სამართლიანობისთვის და სამშობლოს განვითარებისთვის.
ცხოვრების რთულ პერიოდებში ძალიან ბევრი გამორჩეული და კარგი ადამიანი დამიდგა გვერდით. აქვე, განსაკუთრებული მდლობა მინდა გადავუხადო ნიკა გვარამიას და მარნეულის ცენტრალური მეჩეთის საზოგადოებას. სწორედ ეს ადამიანები დამიდგნენ გვერდში, როდესაც ყველაზე მეტად მჭირდებოდა გვერდში დგომა. რაც შეეხება, ნიკას მან გამიხნსა ის სივრცე და კარი, სადაც ჩემი თავი აღვმოაჩინე. ნიკას მხარდაჭერით პროფესიულად და პიროვნულად გავიზარდე იმ გუნდში, რომელსაც "მთავარი არხი" ჰქვია.
დღეს, არის ის დრო, როდესაც მნიშვნელოვანია შევცვალო ჩემი ცხოვრების გეზი, და ვიყო იქ, სადაც ჩემს ქვეყანას და ხალხს სჭირდება. მადლიერების განცდა ბევრი ადამიანის მიმართ მაქვს, დროთა განმავლობაში ყველას აუცილებლად საჯაროდ გადავუხდი მადლობას და დავაფასებ მათ.
ჩემთვის, რთული აღმოჩნდა დავემშვიდობო ჟურნალისტურ პროფესიას და კარიერას. თუმცა, დღევანდელმა ხელიფულებმა სხვა გზა არ დაგვიტოვა, ამიტომაც დარწმუნებული ვარ ჩემი გადაწყვეტილების სისწორეში. ვიბრძოლო და ვიყო იქ სადაც ჩემ ქვეყანას ჭირდება, უკეთესი ევროპული მომავლისთვის.
ღმერთის ნებით ყველაფერი იქნება ძალიან კარგად!
პ.ს ეს ფოტო "მთავარში" გასულ კვირას ჩემი ბოლო ჩართვიდან არის" - წერს ჯეიჰუნ მუჰამედალი.