"ქართული ოცნების" 12 წელი ერთი სიტყვით შეიძლება შეფასდეს..." - მამუკა ხაზარაძე
100 ქარხანა, უფასო ფული, გრძელვადიანი ინვესტიციები სოფელში, ევროპის და მსოფლიოს დემოკრატიით განცვიფრება- ჩვენ მგონი, 100 ტყუილი გვაქვს დათვლილი, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ ამ 12 წლის განმავლობაში ჩვენს მოქალაქეებს მიჰყიდა. ეს უნდა დამთავრდეს. იქ, სადაც არის ტყუილი, არაფერი ვითარდება, - ამის შესახებ „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის 12 წლის შეჯამებისას განაცხადა.
როგორც ხაზარაძემ აღნიშნა, „ქართული ოცნების“ 12-წლიანი მმართველობა შეიძლება მხოლოდ ერთი სიტყვით შეფასდეს და ეს არის - ტყუილი.