"როგორ გამოიყურება გაუმაძღრობა" - რა უპასუხა შორენა ბეგაშვილმა მის გამომწერს?
სოციალურ ქსელში გავრცელდა პაპარაცული ფოტო, სადაც ცნობილი მსახიობი და ინფლუენსერი შორენა ბეგაშვილი საყვარელ მამაკაცთან ერთად ჩანს. შეგახსენებთ, რომ Ambebi.ge ჯერ კიდევ ორი თვის წინ გიყვებოდათ, რომ შორენას რჩეული ქართველი ბიზნესმენი იყო, 23 წლიანი ასაკობრივი სხვაობით.
მაშინ, მამაკაცის სახელი და გვარი არ გამოგვიქვეყნებია, თუმცა მას შემდეგ, რაც წყვილის ფოტოები საჯაროდ გავრცელდა, შორენას იდუმალ მამაკაზე მოგიყვებით.
ვინ არის ცნობილი ქართველი ქალის ბიზნესმენი რჩეული
წელიწადზე მეტია რაც შორენა ბეგაშვილი ქართველ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული. ურუშაძეს საზოგადოება ნაკლებად იცნობს, მისი სახელითა და გვარი გუგლის საძიებო სისტემაში ინფორმაციის მოძიება გაგიჭირდებათ. არ იძებნება ასევე ურუშაძის ფოტოები.
მაშ შემდეგ რაც შორენას რჩეულის ფოტოები გავრცელდა სოციალურ ქსელში შორენამაც ატვიორთა ფოტო, რომელსაც შორენას გამომწერები ეხმაურებიან:
"როგორ გამოიყურება გაუმაძღრობა" - დაწერა ერთ-ერთმა გამომწერმა.
" როგორ გამოიყურება უბედური ქალი" - წერს შორენა.