რა დეტალები გახდა ცნობილი უჩა აბაშიძისა და მარიამ იაშვილის საქმის პირველი არსებითი განხილვის შემდეგ?
ბრალდებული ბლოგერი უჩა აბაშიძე მისი მეუღლისგან, ბრალდებულ მარიამ იაშვილისგან განსხვავებით, ამ დრომდე დუმილის უფლებით სარგებლობს და მას პოზიცია არ შეუცვლია.
დღევანდელ სხდომაზე, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართა, ბრალდების მხარის 3 მოწმე, ჰაბიდოსკოპიური ექსპერტები და ასევე, ერთ-ერთი დაზარალებული, უცხო ქვეყნის მოქალაქე დაიკითხა.
საქმის პროკურორის, ანი ხახანაშვილის განმარტებით, ბრალდების მხარის მოწმეებმა საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოებები დაადასტურეს. თუმცა, ვინაიდან სხდომა დახურულ რეჟიმში ტარდება, ის დეტალებზე ვერ საუბრობს.
უჩა აბაშიძის ადვოკატის, შოთა თუთბერიძის განმარტებით, მოწმეთა დაკითხვის პროცესში მნიშვნელოვანი ხარვეზები გამოვლინდა. მისივე თქმით, მოწმეთა ჩვენებაში არათანმიმდევრულობა გამოიკვეთა, მათ შორის, მოწმეები ჩვენებებში ვერ ხსნიდნენ იმ გარემოებებს, რაც გამოძიების ეტაპზე ჰქონდათ დადასტურებული.