გადაზიდვების კომპანია World Logistics-მა არეალი და მიმართულებები გაზარდა
სახმელეთო გადაზიდვები ჩინეთიდან - აზიის განვითარების ფონდისგან შექმნილ ინიციატივაში "ერთი სარტყელი და ერთი გზა" ჩართულია არაერთი ქვეყანა და წამყვანი ორგანიზაციები.
ინიციატივა აერთიანებს ევროპისა და აზიის დამაკავშირებელ უმსხვილეს პროექტებს: ჩინეთსა და ყაზახეთის დამაკავშირებელ გზებს, როგორც სამაგისტრალო ასევე სარკინიგზო, აზერბაიჯანის და ყაზახური პორტების გაფართოებას და ბორნით მომსახურებას. პროექტის ნაწილი შეეხო საქართველოსაც, ქვეყნის ლოკაციიდან გამომდინარე. სწორედ ამ მოთხოვნამ განაპირობა ქართული სატრანსპორტო კომპანიების ჩართულობა, რომლებიც გვსურს, რომ გაგაცნოთ:
World Logistics-ი www.worldlog.ge ლიდერი კომპანიაა სახმელეთო გადაზიდვების სფეროში ჩინეთიდან. "ვორლდ ლოგისტიკსი" წარმოადგენს სერვისოპერატორს ჩინეთის სახმელეთო ხაზს საქართველოსა და ასევე სხვა ტრანზიტული ქვეყნების მიმართულებით. სერვისზე დადებით ეფექტს ახდენს საკუთარი სატვირთოები, საკუთარი საწყობები და საკუთარი თანამშრომლები ყველა გამშვებ პუნქტზე, რა გზასაც გაივლის სატვირთო თქვენ მიერ შეკვეთილი პროდუქციით.
მომხმარებელთა მოთხოვნიდან გამომდინარე, კომპანიამ გაზარდა არეალი და მიმართულებები. კომპანია კლიენტებს ემსახურება არა მხოლოდ ჩინეთის მიმართულებით, რომელზეც ხაზია ასევე თურქეთი, ევროპის შერეულ ტვირთებზე. WORLDLOG საერთაშორისო გადაზიდვებში წარმოადგენს სრული ლოგისტიკური მომსახურების ჯაჭვს. კლიენტი ერთ სივრცეში იღებს საერთაშორისო ტრანსპორტირების მომსახურებას, რომელიც დაფუძნებულია ოპერატიულობასა და სანდოობაზე.
ტვირთების შეუფერხებელი მოძრაობა ჩვენი საქმიანობის ძირითადი მოთხოვნაა. ჩვენ გთავაზობთ, ეფექტიან, ინოვაციურ სატრანსპორტო გადაწყვეტილებებს. World logistics-ი ითვალისწინებს თქვენს მიზნებს, სურვილებს, საჭიროებებს და გთავაზობთ შესაბამის მომსახურებას.
"სილქ ფოსტ"-ი www.silkpost.ge კომპანია აწარმოებს საერთაშორისო სახმელეთო ამანათებისა და ტვირთების გადაზიდვას ჩინეთიდან, როგორც იურიდიული, ასევე ფიზიკური პირებისთვის.
"სილკ როუდ ლოჯისტიკ" www.silkroadlogistics.ge წარმოადგენს სახმელეთო ხაზს ჩინეთიდან - საქართველოს მიმართულებით. სახმელეთო გადაზიდვა ხორციელდება მხოლოდ სატვირთო ავტომობილებით, რაც წარმოადგენს ვადის მინიმუმამდე შემცირებას, კერძოდ, სატრანზიტო დრო გუანჯოუს საწყობიდან 15/20 დღე, რაც იმას ნიშნავს გუანჯოუს საწყობში მისულ ტვირთს მომხმარებელი იბარებს თბილისში 20/25 დღეში.
"ვორლდ ლოგისტიკსი, სილქ პოსტი, სილქ როუდ ლოჯისტიკსი" - ჩვენ მყარად ვინარჩუნებთ მოწინავე პოზიციებს ტრანსპორტირების დარგში. მრავალწლიანი გამოცდილება და პროფესიონალიზმი ტვირთების დროული და დაცული გადაზიდვის გარანტია.
R