"მარი რომ სვამდა, უვარდებოდა მანქანებს" - რას ჰყვება ცნობილი "ტიკტოკერის" მეგობარი?
ცნობილი თელაველი "ტიკტოკერი" მარი ომანაშვილი 33 წლის ასაკში, ავტოავარიის შედეგად გარდაიცვალა. მარის, როგორც თელავში, ასევე მთელ საქართველოში, სოციალური ქსელების წყალობით, კარგად იცნობდნენ.
ის საზოგადოებას წლების წინ თელაველმა ქველმოქმედმა დინა ნაწიფაშვილმა გააცნო. ქალს, რომელსაც ალკოჰოლთან დაკავშირებით პრობლემები ჰქონდა, დინას ძალისხმევით, პატარა სახლი-კონტეინერი დაუდგეს. დინა და მარი ხშირად წერდნენ ერთად ვიდეოებს. მარი სოციალურ ქსელში განსაკუთრებულად უყვარდათ.
ინფორმაცია მარის გარდაცვალების შესახებ ორი საათის წინ გავრცელდა.
"მეგობრებო, მარიმ დაგვტოვა. ვერ ვაზროვნებ, ძალიან ცუდად ვარ. რა გავაკეთო, მომხედეთ, გთხოვთ. რეფერელარულში ვარ, აქ ჰყავთ მარი. ვის მივაკითხო, არ ვიცი. მანქანას გაუტანია“, - დაწერა დინამ სოციალურ ქსელში.
რა მოხდა თელავში, როგორ გარდაიცვალა 33 წლის მარი ომანაშვილი, ამის თაობაზე დინა გვესაუბრება: