loader

რა უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რატომ აღარ ინახავს თანხებს უცხოურ ბანკებში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რა უპასუხა კახა კალაძემ ჟურნალისტს კითხვაზე, თუ რატომ აღარ ინახავს თანხებს უცხოურ ბანკებში?

[უცხოურ ბანკებს] რა თქმა უნდა, არ ვენდობი - რატომ უნდა შევინახო? ნახეთ, ივანიშვილთან რა დამოკიდებულება აქვთ და რა უქნეს - ადამიანი გაძარცვეს! ვერ წარმომიდგენია და რატომ უნდა ვენდო?! - ასე უპასუხა თბილისის მერმა კახა კალაძემ შეკითხვას, თუ რატომ აღარ ინახავს თანხებს უცხოურ ბანკებში.

კალაძემ პასუხად ჟურნალისტებს მიმართა, რომ მის ფინანსებზე არ ინერვიულონ.

“ჩემზე არ ინერვიულოთ! მე არ ვნერვიულობ და თქვენ ნუ ინერვიულებთ. თქვენ შეგითანხმოთ ჩემი თანხების განკარგვა?! ივანიშვილი დასანქცირებულია. რეალობა სახეზეა - დე ფაქტო სანქცირებულია. ადამიანმა ყველანაირი სასამართლო მოიგო, უბრალოდ თანხებს არ უბრუნებენ. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება. სამწუხაროდ, დღევანდელ მსოფლიოში არანაირი სამართლიანობა არ არის. ვიღაცას დაასანქცირებენ-არ დაასანქცირებენ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. არ ინერვიულოთ ჩემს ფინანსებსა და თანხებზე, დიდი თხოვნა მაქვს“, - აღნიშნა კალაძემ.