loader

რაში დახარჯავს მერაბ დვალშვილი მთავრობის მიერ ნაჩუქარ მილიონ ლარს? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

რაში დახარჯავს მერაბ დვალშვილი მთავრობის მიერ ნაჩუქარ მილიონ ლარს?

მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები - ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში, - ასე გამოეხმაურა UFC-ის ქართველი ჩემპიონი მერაბ დვალიშვილი, საქართველოს პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებას მერაბ დვალიშვილისა და ილია თოფურიასათვის მილიონი ლარის გადაცემის შესახებ.

დვალიშვილმა აღნიშნულის შესახებ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

“მინდა, ქველმოქმედება გავაკეთო და საქართველოში გავხსნა პატარ-პატარა დარბაზები. ეს იქნება ჯიუ-ჯიცუს და ჭიდაობის დარბაზები, სადაც ახალგაზრდებს ვარჯიშის საშუალება მიეცემათ. ახლა ვნახე, ახლა დაანონსდა, რომ სახელმწიფო მეც და ილიასაც მილიონს გვაძლევს, რისთვისაც მადლობა. ამ თანხასაც დავამატებ და სრულად გამოვიყენებ ჩემს ქველმოქმედებაში”, - განაცხადა მერაბ დვალიშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ დღეს შემდეგი განცხადება გააკეთა: „მივიღეთ გადაწყვეტილება, მერაბ დვალიშვილზე, ისევე, როგორც ილია თოფურიაზე, რომელმაც საქართველოს UFC-ის ჩემპიონის პირველი ტიტული მოუტანა, გავცეთ ფულადი ჯილდო, თითოეულზე მილიონი ლარის ოდენობით“.