როგორ გამოიყურება ადგილი თბილისის ცენტრში, სადაც რუსი ტურისტი ვიდეოს გადაღების დროს გადავარდა და ტრაგიკულად დაიღუპა
რუსული მედია ეხმაურება საქართველოში რუსი ტურისტის გარდაცვალებას - ახალგაზრდა ქალი მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდნის შედეგად დაიღუპა.
ტრაგედია თბილისში, რესპუბლიკის მოედნის ტერიტორიაზე, ღამის ორ საათზე მოხდა, როდესაც ორი მეგობარი დედაქალაქის ქუჩებში სეირნობდა, ალა პუგაჩოვას ცნობილ ჰიტს, Веселые ребята-ს მღეროდა და ამ დროს ვიდეოს იღებდნენ. ვიდეოჩანაწერში ჩანს, რომ მოულოდნელად ერთ-ერთ მათგანს - 24 წლის არინა გლაზუნოვას, ფეხი დაუცდა და მიწისქვეშა გადასასვლელში ჩავარდა, რის შედეგადაც თავის მძიმე ტრავმა მიიღო.