რა ხდება ამ წუთებში რუსთავის ავტობანზე, სადაც ავარია მსხვერპლით დასრულდა - დაღუპულია 40 წლამდე მოტოციკლეტის მძღოლი
რუსთავი-თბილისის დამაკვაშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავარია მსხვერპლით დასრულდა.
საინფორმაციო სააგენტო "ინფო რუსთავის" ინფორმაციით, ერთმანეთს "ფორდის" მარკის ავტომობილი და მოტოციკლი შეეჯახა.
შემთხვევის დროს ადგილზე დაიღუპა 40 წლამდე მოტოციკლეტის მძღოლი.
აგილზე მობილიზებული იყო საპატრულო და სასწრაფო დახმარების ეკიპაჟი.
ვიდეო: "ინფო რუსთავი"