loader

“10 წლის იყო, როდესაც პირველად ნიჭიერთა ათწლედში მოვიდა” - რას ყვება საბურთალოზე, ღამით მოკლული გიორგი საყურაშვილის პედაგოგი, რომელიც სტუდენტის მიერ ფლეიტაზე არაჩვეულებრივად შესრულებული მუსიკის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

“10 წლის იყო, როდესაც პირველად ნიჭიერთა ათწლედში მოვიდა” - რას ყვება საბურთალოზე, ღამით მოკლული გიორგი საყურაშვილის პედაგოგი, რომელიც სტუდენტის მიერ ფლეიტაზე არაჩვეულებრივად შესრულებული მუსიკის ამსახველ ვიდეოს ავრცელებს

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის პროფესორი, პედაგოგი მერიკო ჟვანია, მის სტუდენტს, საბურთალოზე, ღამით მოკლულ გიორგი საყურაშვილს ემშვიდობება:

"ჩემი კეთილშობილი ,უნიჭიერესი გიორგი,ძალიან მოკრძალებული და გამორჩეულად თავაზიანი,თავი სიზმარში მგონია ,სიტყვებს თავს ვერ ვუყრი .არ ვიცი როგორ და რა დავწერო. 10 წლის იყო, როდესაც პირველად ნიჭიერთა ათწლედში მოვიდა ჩემთან კლასში. დღეს კი კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტია. თავზარდამცემი, დიდი ტრაგედია დაგვატყდა თავს. მშვიდად განისვენე ჩემო კეთილო და სიყვარულით აღსავსე ბიჭო .მთელი საღამო შენს ჩანაწერებს ვუსმენ, ვკითხულობ ყველა მესიჯს ,რომლის ყველა წინადადება უდიდესი სითბოთი და პატივისცემით არის გამოხატული. შენ მუდამ ჩემს გულში იქნები , ძალიან მომენატრები."