loader

"დადგა დრო პაფ დიდის გახმაურებულ სკანდალზე ვისაუბროთ" - რას წერს კინომცოდნე სკანდალზე, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე ბევრს საუბრობენ - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"დადგა დრო პაფ დიდის გახმაურებულ სკანდალზე ვისაუბროთ" - რას წერს კინომცოდნე სკანდალზე, რომელზეც ბოლო დღეების განმავლობაში ყველაზე ბევრს საუბრობენ

კინომცოდნე ბექა მაისურაძე პაფ დიდის გახმაურებულ სკანდალთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

დადგა დრო პაფ დიდის გახმაურებულ სკანდალზე ვისაუბროთ და ასე თუ ისე ერთად შევკრათ ყველა ამბავი, რაც ახლა, 28 სექტემბრის მონაცემებით ვიცით.პირველ რიგში, უნდა ვთქვა ის, რომ ამ ამბის გახმაურებიდან მალევე, ნუ როგორც მოსალოდნელი იყო, ერთმანეთის მიყოლებით ერთმანეთზე შემზარავი ამბავი გავრცელდა ყვითელი პრესის თუ სხვადასხვა ადამიანების მიერ.

რა თქმა უნდა, ამ ამბებიდან ბევრი მხოლოდ და მხოლოდ ჭორია. ამის ნათელი მაგალითა, ეგრეთ წოდებული “ვარსკვლავების სია”, რომელიც აბსოლუტურად ყველა არასანდო მედიამ თუ არასანდო სუბიექტმა იმ შემადგენლობით გაავრცელა, როგორც მათ აწყობდათ.თუმცა, მოდით დავიწყოთ ყველაფერი სულ თავიდან და რამდენიმე პატარა თავად დავყოთ ეს ამბავი, ბევრი ინფორმაცია რომ არ აირიოს ერთმანეთში.

ამბის პირველი ნაწილია პაფ დიდის დაპატიმრება.ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ქეისი ვენტურამ, დიდის ყოფილმა შეყვარებულმა, რომელთანაც ის 2007-20018 წლებში იყო, მუსიკოსისა და პროდიუსერის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა და ის მრავალწლიან შევიწროებაში, დამცირებაში, ძალადობასა და სექს ტრეფიკინგში დაადანაშაულა. მიუხედავად იმისა, რომ სავარაუდოდ დაშინების შემდეგ ქეისიმ საჩივარი გამოიტანა, გამოჩნდა სხვა ორი ქალი, რომელმაც პაფ დიდის წინააღმდეგ ანალოგიური სარჩელი შეიტანა, ამის პარალელურად კი მალევე CNN-მა გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩანდა, როგორ ძალადობდა მუსიკოსი ქეისიზე.

ამის შემდეგ საქმე ოფიციალურად აღიძრა, პროდიუსერი დააკავეს და მის სახლში პოლიცია შევიდა.ამბავი მას შემდეგ გართულდა, რაც უეცრად პაფ დიდის სახლთან FBI-ს ჯგუფი მივიდა. აი, ამის შემდეგ კი გასკდა ამბავი, რომელზეც დღეს ყველა საუბრობს. მის სახლში აღმოჩენილი ვიდეოჩანაწერებითა და სხვა სამხილებით გაირკვა, რომ მუსიკოსი და პროდიუსერი ჩართული იყო და მეტიც, ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო სექს ტრეფიკინგის, ნარკოვაჭრობისა და მოკლედ ძალიან ბევრი დანაშაულის დიდ სქემაში.

დაპატიმრების შემდეგ დიდიმ უარი თქვა საკვების მიღებაზე, რადგან ფიქრობს რომ შესაძლოა ის მოწამონ, ასევე პროკურატურას 50 მილიონი დოლარი შესთავაზა გირაოთი გათავისუფლების სანაცვლოდ, თუმცა გამოძიებამ მისი ყველანაირი გათავისუფლების მოთხოვნა უარყო.ამბის მეორე ნაწილია, ეგრეთწოდებული თეთრი წვეულებები, რომელსაც დიდი თითქმის 25 წელია, წელიწადში ერთხელ მართავდა საქველმოქმედო მიზნით. როგორც წესი, ასეთ წვეულებებზე იწვევენ ყველას ვისაც ფული აქვს და ვისაც ფულის მოზიდვა შეუძლია.

ამ წვეულებას აშუქებდა ყველა მედია და იღებდა რამდენიმე ათეული ფოტოგრაფი. მოკლედ, სრულიად შესაძლებელია, რომ იმ წვეულებაზე თქვენი რომელიმე საყვარელი ვარსკვლავიც ყოფილიყო, თუმცა ეს საერთოდ არ ნიშნავს იმას, რომ რომელიმე მათგანმა იცოდა ის, თუ რა ხდებოდა წწვეულების მეორე, არაოფიციალურ და ავადმყოფურ ნაწილში.

თან, ეგეც რომ არა, ჰოლივუდის ამბებში თუ ოდნავ მაინც ერკვევით, გეცოდინებათ, რომ ძირითადად ვარსკვლავები ასეთ წვეულებებს 10-15 წუთით, პროტოკოლის გამო ესწრებიან და შემდეგ ტოვებენ ადგილს. მთავარი დანაშაულები სწორედ ამ წვეულების შემდეგ იწყებოდა. ჯერ არც ერთი ოფიციალური წყაროს მონაცემით არ ვიცით ვინ ესწრებოდა მას, თუმცა, აუცილებლად მალე გავიგებთ და იმედია ყველა დანაშაულისთვის, თითოეული ეს ადამიანი ციხეში ამოლპება. საუბარია იმაზეც, რომ პაფ დიდი თავის “მსახურებთან” ერთად, სასმელსა და საკვებში დაუკითხავად ნარკოტიკულ ნივთიერებებს უყრიდა სტუმრებს მათზე კონტროლის მოპოვების მიზნით და შემდეგ რაღაცების კეთებას აიძულებდა, ამ ყველაფერს იღებდა და შემდეგ მათ აშანტაჟებდა.

ამ ეტაპზე ჯერ ეს ბოლო ამბავი არ არის დადასტურებული, თუმცა გამოძიების ფაილებში, რამდენიმე მინიშნება ამაზეც იყო.სკანდალის მესამე ნაწილი აშერის, ჯეი ზის და ბიონსეს სახელებს ეხებათ.დავიწყოთ აშერით და ჯასტინ ბიბერით. გავრცელებული ხმებით, აშერმა, რომელიც ბიბერის პროდიუსერი იყო, 14 თუ 15 წლის ბიბერი უხეშად რომ ვთქვათ 2 დღით მიაქირავა პაფ დიდის. ამ დრომდე არ ვიცით, ამ 48 საათის განმავლობაში რამე დაუშავა თუ არა პაფ დიდიმ ბიბერს. გავრცელებული ჭორებით, მან არასრულწოვენ ბიბერს ნარკოტიკი და ალკოჰოლი მიაღებინა და მასზე სექსუალურად იძალადა.

თუმცა, ამ ჭორზე საუბარი, მაშინ როდესაც ფაქტები და მსხვერპლის განცხადება არ გაქვს, რთულია.პაფ დედის დაკავების შემდეგ, როგორც ველოდით, მედიამ მალევე დაიწყო მანიპულაციური სტატიებისა და ვიდეო კონტენტის მომზადება ამ ადამიანებზე და მათ არაერთი ჯერ ჯერობით დაუდასტურებელი და მხოლოდ შეთქმულების თეორიების მსგავს მსჯელობებზე დამყარებული ბრალი წაუყენეს. მაგალითად ჯეიზისა და ბიონსეს, უკვე რამდენიმე დღეა მკვლელობას აბრალებენ. საუბარი მიდის იმაზეც, რომ მაიკლ ჯექსონს დიდის დავალებით ჯერ რეპუტაცია შეულახეს, შემდეგ მოკლეს. შესაძლოა ეს სიმართლეაც არის, არაფერს არ გამოვრიცხავ, თუმცა ამ თემაზე საუბარიც კი არ ჰქონია გამოძიებას.

შორს ვარ იმ აზრისგან რომ ჯეიზიმ არაფერი იცოდა, პირიქით, მგონია, ბევრიც იცოდა და ამ სქემის ნაწილი იყო. თუმცა, ესეც უბრალოდ ჩემი ვარაუდია და ვერასდროს გახდება ჭეშმარიტება, სანამ ამას გამოძიება არ დაადგენს. გამოძიებას კი ჯერ ამ თემაზე არათუ არაფერი დაუდგენია, როგორც უკვე ვთქვი, 28 სექტემბრის მონაცემებით, გამოძიებაც კი არ დაიწყია.შესაბამისად, სიმღერის ტექსტებში ჩადებული მინიშნებების, კანიე ვესტის კეთილშობილებისა და სხვა შეთქმულების თეორიების არ მჯერა და ვერ მჯერა. ერთადერთი ვინც ახლა ციხეშია და ვისი ბრალეულობაც დამტკიცდება, პაფ დიდია და იმედი მაქვს, ზუსტად ისე დაიტანჯება, როგორც მისი თითოეული მსხვერპლი.რა თქმა უნდა, ის არ არის ერთადერთი მონსტრი, რომელიც ძალაუფლებასა და გავლენას ბოროტი ზრახვებისთვის იყენებს და მაქვს იმედი, მალე ყველა ერთად დაისჯება," - ბექა მაისურაძე.