"თან რომ მაშინებს, საკალელი..." - რას წერს შორენა ბეგაშვილი მას შემდეგ, რაც მისი რჩეულის ფოტო სოციალურ ქსელში გავრცელდა?
"ეს უსაქმური ბებო ყოველ დღე ქმნის ახალ "ფეისბუქს", რომ ჩემი რჩეულის ფოტო ააფრიალოს. დააფასეთ დალევა, მეტი მოუვიდა. თან რომ მაშინებს, საკალელი" - წერს ბეგაშვილი.
გუშინ, გვიან ღამით, სოციალურ ქსელში გავრცელდა პაპარაცული ფოტო, სადაც ცნობილი მსახიობი და ინფლუენსერი შორენა ბეგაშვილი საყვარელ მამაკაცთან ერთად ჩანს. შეგახსენებთ, რომ Ambebi.ge ჯერ კიდევ ორი თვის წინ გიყვებოდათ, რომ შორენას რჩეული ქართველი ბიზნესმენი იყო, 23 წლიანი ასაკობრივი სხვაობით.