loader

ვინ არის ქართველი "იდუმალი ბიზნესმენი", რომელზეც შორენა ბეგაშვილია შეყვარებული? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

ვინ არის ქართველი "იდუმალი ბიზნესმენი", რომელზეც შორენა ბეგაშვილია შეყვარებული?

გუ­შინ, გვი­ან ღა­მით, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში გავ­რცელ­და პა­პა­რა­ცუ­ლი ფოტო, სა­დაც ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბი და ინფლუ­ენ­სე­რი შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი საყ­ვა­რელ მა­მა­კაც­თან ერ­თად ჩანს. შე­გახ­სე­ნებთ, რომ Ambebi.ge ჯერ კი­დევ ორი თვის წინ გიყ­ვე­ბო­დათ, რომ შო­რე­ნას რჩე­უ­ლი ქარ­თვე­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი იყო, 23 წლი­ა­ნი ასა­კობ­რი­ვი სხვა­ო­ბით.

მა­შინ, მა­მა­კა­ცის სა­ხე­ლი და გვა­რი არ გა­მოგ­ვიქ­ვეყ­ნე­ბია, თუმ­ცა მას შემ­დეგ, რაც წყვი­ლის ფო­ტო­ე­ბი სა­ჯა­როდ გავ­რცელ­და, შო­რე­ნას იდუ­მალ მა­მა­კა­ზე მო­გიყ­ვე­ბით.

ვინ არის ცნო­ბი­ლი ქარ­თვე­ლი ქა­ლის ბიზ­ნეს­მე­ნი რჩე­უ­ლი

წე­ლი­წად­ზე მე­ტია რაც შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი ქარ­თველ ბიზ­ნეს­მენ მა­მუ­კა ურუ­შა­ძე­ზეა შეყ­ვა­რე­ბუ­ლი. ურუ­შა­ძეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა ნაკ­ლე­ბად იც­ნობს, მისი სა­ხე­ლი­თა და გვა­რი გუ­გლის სა­ძი­ე­ბო სის­ტე­მა­ში ინ­ფორ­მა­ცი­ის მო­ძი­ე­ბა გა­გი­ჭირ­დე­ბათ. არ იძებ­ნე­ბა ასე­ვე ურუ­შა­ძის ფო­ტო­ე­ბი.

Companyinfo-ზე ვკი­თხუ­ლობთ, რომ ურუ­შა­ძე რამ­დე­ნი­მე ბიზ­ნეს­შია ჩარ­თუ­ლი, მათ შო­რი­საა ბი­ნე­ბის მშე­ნებ­ლო­ბა და ის ასე­ვე ერთ-ერთი ძა­ლი­ან ცნო­ბი­ლი ონ­ლა­ინ ტო­ტა­ლი­ზა­ტო­რის წი­ლის მფლო­ბე­ლია.

წყა­რო გვიყ­ვე­ბა, რომ წყვილს შო­რის გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი სიყ­ვა­რუ­ლი და პა­ტი­ვის­ცე­მაა და მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ისი­ნი უკვე დიდი ხა­ნია ერ­თად არი­ან, ძვე­ლე­ბუ­რად შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი რჩე­ბი­ან, ბევ­რს მოგ­ზა­უ­რო­ბენ და საყ­ვა­რე­ლი მა­მა­კა­ცი შო­რე­ნა ხში­რად ანე­ბივ­რებს ძვირ­ფა­სი სა­ჩუქ­რე­ბით.

ბე­გაშ­ვილს გავ­რცე­ლე­ბულ ფო­ტო­ზე ჯერ­ჯე­რო­ბით კო­მენ­ტა­რი არ გა­უ­კე­თე­ბია. 65 წლის ბიზ­ნე­სე­ნი­სა და 42 წლის მსა­ხი­ო­ბის ცხოვ­რე­ბა­ზე, ბოლო დროს თბი­ლის­ში ბევ­რს ჭო­რა­ო­ბენ. განაგრძეთ კითხვა