ვინ არის ქართველი "იდუმალი ბიზნესმენი", რომელზეც შორენა ბეგაშვილია შეყვარებული?
გუშინ, გვიან ღამით, სოციალურ ქსელში გავრცელდა პაპარაცული ფოტო, სადაც ცნობილი მსახიობი და ინფლუენსერი შორენა ბეგაშვილი საყვარელ მამაკაცთან ერთად ჩანს. შეგახსენებთ, რომ Ambebi.ge ჯერ კიდევ ორი თვის წინ გიყვებოდათ, რომ შორენას რჩეული ქართველი ბიზნესმენი იყო, 23 წლიანი ასაკობრივი სხვაობით.
მაშინ, მამაკაცის სახელი და გვარი არ გამოგვიქვეყნებია, თუმცა მას შემდეგ, რაც წყვილის ფოტოები საჯაროდ გავრცელდა, შორენას იდუმალ მამაკაზე მოგიყვებით.
ვინ არის ცნობილი ქართველი ქალის ბიზნესმენი რჩეული
წელიწადზე მეტია რაც შორენა ბეგაშვილი ქართველ ბიზნესმენ მამუკა ურუშაძეზეა შეყვარებული. ურუშაძეს საზოგადოება ნაკლებად იცნობს, მისი სახელითა და გვარი გუგლის საძიებო სისტემაში ინფორმაციის მოძიება გაგიჭირდებათ. არ იძებნება ასევე ურუშაძის ფოტოები.
Companyinfo-ზე ვკითხულობთ, რომ ურუშაძე რამდენიმე ბიზნესშია ჩართული, მათ შორისაა ბინების მშენებლობა და ის ასევე ერთ-ერთი ძალიან ცნობილი ონლაინ ტოტალიზატორის წილის მფლობელია.
წყარო გვიყვება, რომ წყვილს შორის განსაკუთრებული სიყვარული და პატივისცემაა და მიუხედავად იმისა, რომ ისინი უკვე დიდი ხანია ერთად არიან, ძველებურად შეყვარებულები რჩებიან, ბევრს მოგზაურობენ და საყვარელი მამაკაცი შორენა ხშირად ანებივრებს ძვირფასი საჩუქრებით.
ბეგაშვილს გავრცელებულ ფოტოზე ჯერჯერობით კომენტარი არ გაუკეთებია. 65 წლის ბიზნესენისა და 42 წლის მსახიობის ცხოვრებაზე, ბოლო დროს თბილისში ბევრს ჭორაობენ. განაგრძეთ კითხვა