loader

"წყალი შემომასხა, ხოდა ჩემს დას ხელი ეხლაც სტკივა ისეთი შემოსცხო" - რა გადახდა ქართველ ტურისტს მილანში? - პალიტრა ვიდეო

მთავარი ყველა ვიდეო საავტორო ტექნოლოგიები ახალი ამბები საზოგადოება შოუბიზნესი მოზაიკა სპორტი ვიდეოგაკვეთილები მსოფლიო მნიშვნელოვანი ინფორმაცია PALITRANEWS სხვადასხვა

"წყალი შემომასხა, ხოდა ჩემს დას ხელი ეხლაც სტკივა ისეთი შემოსცხო" - რა გადახდა ქართველ ტურისტს მილანში?

ქართველი ტურისტი, რომელიც მილანში იმყოფებოდა წერს:

"სანამ მილანში წავიდოდი მაფრთხილებდნენ ფრთხილად ჩანთასთან და ტელეფონთანო, გავიდა 3 დღე და მსგავსი არაფერი შემიმჩნევია ვინმეს რამის მოპარვა ეცადა. ხოდა თურმე სად ხარ ახლა იწყება თავგადასავალი. ავტობუსში არის ჭყლეტვა, იმდენი ხალხია და ვდგევარ ჩემთვის შუაში, ყველა მხრიდან რო გეჯახებიან ეგრე, სათვალე მედო ჩანთაში და პასპორტი. სათვალის გამო სულ ვაკვირდებოდი ჩანთას, ხომ ადგილზე იყო. საკმაოდ ძვირი ღირდა და პასპორტზე მეტად მედარდებოდა. ხოდა ერთ-ერთ გაჩერებაზე ეს გარეწარი ჩავიდა თან მხარი გამკრა, ყურადღება რო მიექცია ჩემი და მეორემ ჩანთიდან ჩემი საოცარი სათვალე ამოიღო. იმ მომენტში ჩავიხედე ჩანთაში და სად დევს სათვალე? აორთქლდა.

ჩემი ბარგი დავტოვე აბტობუსში, გოგოებს ვუთხარი სათვალე მომპარესთქო და ჩავარდი გაჩერებაზე. ოღონდ ვის უნდა გავეკიდო არ ვიცი. იმ მომენტში ვერ გავაანალიზე რა მოხდა, უბრალოდ უნდა ჩავსულიყავი და ვინმეს გავკიდებოდი ვიცოდი. ხოდა რო ჩავედი ეს იდგა და მიყურებდა, წამებში გავანაალიზე რაც მოხდა, მივვარდი და დროზე მეთქი დამიბრუნე ჩემი სათვალეთქო და მე არ მაქვსო შეშინებული მეუბნება, რა არ გაქვს მეთქი ეხლავე დამიბრუნეთქო. გაჩერდა ავტობუსი, ჩამოვიდა ხალხი, ყველა მე "მბალეშიკობს". ეს ბიჭი ამტკიცებს რო მას არ აქვს, ხოდა მოდის მეორე, მასთან ერთად ვინც იყო და მაწვდის ჩემს სათვალეს. ეს გამწარდა ამ ფაქტზე და წყალი შემომასხა, ხოდა ჩემს დას ხელი ეხლაც სტკივა ისეთი შემოსცხო. ავტობუსი 15 წუთი გველოდებოდა, ხალხი გვამშვიდებდა ისე გავნერვიულდით გოგოები, მაგრამ საბოლოოდ დავიბრუნე ჩემი საყვარელი სათვალე. ასე რომ მართლა ყურადღებით იყავით და გაუფრთხილდით ნივთებს," - წერს ქართველი ტურისტი მილანიდან.